ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა

ამ დაჯგუფების გასამართლება ლეგიტიმური მიზანი და ქართველი ხალხის დაკვეთაა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ემსახურება.

„დღეს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილი გამოგვიგზავნა, რომ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. თავისთავად, მათ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა ხომ ცალკე ირონია არის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის პარტია არის, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს. სხდომების ბოიკოტირება კი არა, თავად ქართულ პოლიტიკაში ამ პარტიის მონაწილეობა სრული ანომალია და უფრო მეტიც, ეროვნული სირცხვილია. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაზე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო და ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება. ამის ფონზე ისინი რომ ისევ პოლიტიკაში რჩებიან, არის დაუშვებელი. მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა. მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენს შემთხვევაში ვერ გახდება კრიტიკის საფუძველი მიუხედავად შესაძლო მცდელობისა“, - განაცხადა წილოსანმა.

მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური ქმედებები უკავშირდება.

„2023 წლიდან ეს პარტიად წოდებული „დაჯგუფება“ არაერთი ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების სათავეშია. მათ ანგარიშზეა დაკარგული ტერიტორიები, დარბეული მედია, დატერორებული ბიზნესი, ნაწამები პატიმრები, უსამართლოდ მოკლული ახალგაზრდები. ასე უსასრულოდ გრძელდება იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ნაწილზეც დღეს უკვე ინდივიდუალურად მათი არაერთი ლიდერია გასამართლებული და დამნაშავედ ცნობილი, მაგრამ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გვეძალება. ფაქტია, ოპოზიციაში ყოფნისას მათ არანაკლებ მავნებლური მიზნები ამოძრავებდათ. ასოცირების შეთანხმების ხელისშეშლიდან დაწყებული, ქვეყნის შიდა არეულობით და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწყების სურვილით დასრულებული. ეს არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მისი სახე და ხელწერა, როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ისინი, ჯამი უცვლელია და ეს ჯამი არის ბოროტი „ნაცკლასტერი“, - განაცხადა წილოსანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში