ირაკლი ზარქუა - „ბოკუ-ჭიჭეა“ „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა - ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს, „ხაბე“, ახია შენზე!

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, „ლუზერები“ არიან. ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს - „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, მათი მიდგომა სიძულვილის ენაა.

„კოლექტიური„ნაცმოძრაობა“ განფენილია სხვადასხვა პარტიაში. იმდენად „ლუზერები“ არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში გადაბარგდა – ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი. „ლუზერები“ არიან. გაგიგიათ, ძმა გყავდეს და სხვა პარტიაში იყოს? იციან რასაც წარმოადგენენ - გაკოტრებული და ნული არიან. მათი მიდგომაა სიძულვილის ენა და ვაშაძის მანჭვა-გრეხა. ათი ახალგაზრდა ჰყავს – ხუთს ხუთიანის ფორმას აცმევს, მეორე ხუთს გახდის და იძახის, “ახალგაზრდებოო”, სირცხვილია, კომედიაა.

ამ დონეზე არიან დაცემული - „ბოკუ-ჭიჭე“ ამათი სიმბოლოა. ჩემი „ხაბე“ დამიჩაგრეს. „ხაბე“, ახია შენზე, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს