შალვა პაპუაშვილი  თეონა აქუბარდიას - როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე - გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი

როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიდან მეორეში, ეს არის სიყალბე - გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ, თეონა აქუბარდიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სიყალბე ფროიდისეული წამოცდენა იყო.

„უჩვეულო ადგილას ზიხართ, იმდენად ხშირად თქვით სიყალბე, მგონი, ფროიდისეული წამოცდენა იყო. ერთადერთი სიყალბე, რაც ამ პარლამენტშია, შეგიძლიათ სარკეში დაინახოთ ყოველ დღე. როგორც იმოძრავეთ ზიგზაგებით ოპოზიციაში, ერთი ჯგუფიან მეორეში ეს არის სიყალბე, თქვენი საქციელი ამ პარლამენტში ყოფნის, ახლა პირველ რიგამდე რომ მოაღწიეთ, ეს არის სიყალბე. ასე, რომ გილოცავთ, „კარგ საზოგადოებაში“ ზიხართ, სიყალბეს რაც შეეხება, ზუსტად შეარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა დამჯდარიყავით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, რომლის განცხადებასაც მმართველი გუნდის წევრები ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „შალვა, ბრავო“.

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგები ყალბია. როგორც მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ბოლო საშემოდგომო სესიაა პარლამენტში, როცა ისინი უმრავლესობაში არიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება