თამარ კორძაია - ვეთანხმები ალუდა ღუდუშაურს - მეფეები მიდიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება

მინდა, ალუდა ღუდუშაურის ნათქვამი გავიხსენო, როცა მან თქვა, რომ მეფეები მიდიან და მოდიან, ხოლო ეკლესია იქნება - მე მას ვეთანხმები, მეფეები მიდიან და მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

გარდა ამისა, კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონის მიზანია, „საარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ ციხეში მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განახორციელონ“.

„რეალური ამნისტია რომ ნდომოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ ის გაითვალისწინებდა იმ პროექტს, რომელიც პარლამენტში დევს და რომელიც რეალურად საყოველთაო ამნისტიას ითვალისწინებს. ეს არის წარდგენილი ოპოზიციის მიერ, მათ შორის, მეც ვარ მისი ინიციატორი. ამ კანონსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ არჩევნების წინ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ“, - აღნიშნა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს