შალვა პაპუაშვილი ანა ბუჩუკურს - ორი სიტყვა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და  ღალატი - ეს ორი სიტყვა, თქვენს პარტიასთან ასოცირდება, ამიტომ შეეშვით ამ ტერმინოლოგიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ანა ბუჩუკურს მიმართა, არ გამოიყენოს სიტყვა სიყალბე, „ვინაიდან სიყალბე და ღალატი ასოცირდება” პარტიასთან „გახარია - საქართველოსთვის“.

"ეჭვი მაქვს, სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც – სხვას. იცით, სიყალბე რა იყო, ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყველას რომ გვარწმუნებდა, ნიკა მელიასთვის მოგვეხსნა იმუნიტეტი და რომ მოვუხსენით, რომ მიგვატოვა იქ.

ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე, ეს არის სიყალბე. ამიტომ ორი სიტყვაა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ეს არის ღალატი. ორი სიტყვაა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ ?შეეშვით ამ ტერმინოლოგიას, რადგან ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდება ყოველ ჯერზე“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს