ფრიდონ ინჯია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი, ფრიდონ ინჯია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონებზე ვეტოს დადების უფლების მინიჭების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„ნება, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მედგრად იდგას, სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს. გაჟღერდა, რომ ეკლესიას მიეცეს ვეტოს უფლება. გახსოვთ, წლების განმავლობაში ისეთი კანონები მიიღებოდა, რომელიც სრულად არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს, ასე მიმაჩნია. შესაბამისი უკმაყოფილება გამოუთქვამს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. საკუთარი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეკლესიას ვეტოს უფლება მიეცემა, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს, მათ შორის იმასაც, რომ ის კანონები, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვქონდეს, არ იქნებოდა მიღებული. ეკლესიამ შეიძლება ეს უფლება გამოიყენოს, ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს, შესაბამისად, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ ეს საკითხი, დღის წესრიგში დგას, მიმაჩნია, ეს თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება და თავის ადგილს დაიკავებს, ამ უფლებით ეკლესიას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია ისარგებლოს,“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ