არჩილ თალაკვაძე - საქართველო დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 12 წლის წინ

საპარლამენტო არჩევნების წინ, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ როგორია დღეს ჩვენი ქვეყანა, რისი გაკეთება შევძელით ერთად? საქართველო დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 12 წლის წინ - როდესაც თქვენ ისტორიული არჩევანი გააკეთეთ და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ჩაგვაბარეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევები არის მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და არსებითი პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს არის ის საქმე, რაც ჩვენ ზურგს გვიმაგრებს და რითაც ჩვენს საზოგადოებას ვთხოვთ მხარდაჭერას მომავალშიც.

მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს მხარდამჭერებს ამ წლების განმავლობაში ძლიერი თანადგომისთვის. თქვენს გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა დაგვეცვა ქვეყანა გარეშე თუ შიდა მტრებისგან, მძიმე ზეწოლისგან, რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობებისგან, დეზინფორმაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას არეულობას, წარსულში დაბრუნებას და განადგურებას მოუტანდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია.

„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და მათმა ლობისტებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოების მხარდაჭერა არის ჩვენი ძალა და ამავე დროს შესაძლებლობა, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და მოვუტანოთ საქართველოს მეტი წარმატება.

მათ სურთ არჩევნების გვერდის ავლით, მასში ჩარევითა და ზეწოლით თავს მოგვახვიონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ამას არ დავუშვებთ - არავის მივცემთ უფლებას ჩვენი მოქალაქეების არჩევანი შეცვალოს და მათ ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია - შევინარჩუნებთ თუ არა მშვიდობას, დავიცავთ თუ არა ჩვენს ფასეულობებს, შევძლებთ თუ ვერა ქვეყნის გამთლიანებას, გავხდებით თუ არა ძლიერი, სუვერენული და წარმატებული ევროპული სახელმწიფო - ეს არჩევანი დგას ოქტომბრის არჩევნებში. ამიტომ მოგმართავთ, რომ ძლიერი მანდატი მოგვანიჭოთ და საკონსტიტუციო უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი მომდევნო პარლამენტში!

შეხედეთ ამ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ფორმით და ნომრით გთხოვთ არჩევნებში მხარდაჭერას.

და როგორ მოექცნენ ისინი თქვენს ხმებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ? არ შევიდნენ პარლამენტში, აუქმებდნენ საკუთარ მანდატებს და გააუქმეს საკუთარი პროპორციული სიები. მოწყენილი სახეები ჰქონდათ როცა ელექტრონულ სისტემას ვნერგავდით არჩევნებში, რატომ? იმიტომ, რომ იცოდნენ, მომდევნო არჩევნებში წარუმატებლობას ხალხს, სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას ვეღარ გადააბრალებდნენ.

43% გვიწესებდნენ ბარიერად და თავად 5% გადალახვას არ თანხმდებოდნენ. ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის ჩატარებაც უცხოური ფულით და დონორების დაფინანსებით სურდათ ჩაეტარებინათ.

განა შეიძლება ენდოთ ასეთ ოპოზიციას? შეიძლება ასეთმა ოპოზიციამ ქვეყანაზე აიღოს პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, არა!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, გააკეთოთ მართებული არჩევანი, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და ამით მხარი დაუჭიროთ მშვიდობას, ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს