არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე - როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და „ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება, ახლა თურმე კოშმარი გახდა - ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა

[სალომე ზურაბიშვილი] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და „ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა - ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ისეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას.

„[სალომე ზურაბიშვილი] როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ „ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარო გახდა. რა თქმა უნდა, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. სინამდვილეში, სწორედ „ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ამათ სხვადასხვა პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, ხან ვის რა და როგორ აწყობს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ასეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას. პოლიტიკაში ნდობა ერთ-ერთი უმთავრესია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებების გაკეთებას”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.

ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება