შალვა პაპუაშვილი - ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ ორი გამოვარჩიე - ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე - რომ ეს არის ამერიკა, არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე - ამერიკის

ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას და რასა იუკნევიჩიანეს და დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არც რასა იუკნევიჩიანე და არც დევიდ კრამერია ევროკავშირი და ამერიკა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის.

„ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია.

წელსაც ეს ახალი, სტუმრისგან მასპინძლის გმობის ტრადიცია არ დარღვეულა. თუმცა, ფაქტია, რომ წლებთან ერთად, ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს.

ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ, ამ პოსტისთვის ორი გამოვარჩიე.

ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე - რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე - ამერიკის.

არც პირველია ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის და არც მეორე - ის ამერიკა, რომელთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძოდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს