გურამ მაჭარაშვილი - ვიცოდით, რომ ოპოზიცია ტრადიციების დაცვის სასარგებლო და კაცების გათხოვების საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა

17 მაისს მოსახლეობისგან მივიღეთ დავალება, რომ დაგვეცვა ქვეყანა ომისგან, ტრადიციების შეურაცხყოფისგან, კაცების გათხოვების დაკანონებისგან და სუვერენიტეტის შეზღუდვისგან - ვიცოდით, რომ ოპოზიცია ტრადიციების დაცვის სასარგებლო და კაცების გათხოვების საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დავალება მიღებულია და სწორედ მას ემსახურება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ 17 მაისს ჩვენმა თანამოქალაქეებმა პირდაპირი დავალება მოგვცეს, როდესაც ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ოჯახური სიწმინდის, მშვიდობის და სუვერენიტეტის დასაცავად. რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას დაგვეცვა ქვეყანა ომისგან, ტრადიციების შეურაცხყოფისგან, კაცების გათხოვების დაკანონებისგან და სუვერენიტეტის შეზღუდვისგან. ეს დავალება მიღებულია და სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანების დაცვის კანონპროექტი ჯერ საკონსტიტუციო დონეზე. ვიცოდით, რომ ოპოზიცია ტრადიციების დაცვის სასარგებლო და კაცების გათხოვების საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, დავაინიცირეთ არაკონსტიტუციური რიგითი კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ღირებულებებს და შეზღუდავს კაცების გათხოვების პროპაგანდას.

აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ საქართველოს ეკლესიის მნიშვნელობა და როლი სათანადოდ აისახოს კონსტიტუციაში. მავანის მიერ ეს ეროვნული საკითხიც კი გამოიყენეს პროვოცირებისთვის, თუმცა როგორც ყოველთვის, ესეც მცდელობის დონეზე დარჩა. ვიცით, რომ პრემიერთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეთანხმება იყო. შემდგომში, განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ეკლესიის როგორც თვითმყოფადობის საყრდენი ან საფუძველი.

ასე, რომ „ლგბტ“ კანონისა არ იყოს, ამ საკითხმაც გაავლო წითელი ხაზი ქართულ და ევროპულ ღირებულებებს, მეორე მხრივ კი - ოპოზიციას შორის. შესაბამისად, 26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი, ამავდროულად კი, მარტივი არჩევანი: პატრიარქის ქადაგება თუ მიხაილ როთის ლანძღვა ეკლესიის მიმართ; ქართველი მეფეების პატივისცემა თუ მეფეების მლანძღავი ბერძენიშვილის ბჟუტური; საშობაო ალილოზე მსვლელობა თუ გეი აღლუმი; ქალისა და კაცის ქორწილში წასვლა თუ კაცისა და კაცის „ფართებზე“ სიარული; 800-წლიანი ღვინის პატივისცემა თუ რამდენიმეწლიანი ღვინის შეურაცხყოფა გვარამიას მხრიდან; მონობა თუ სუვერენიტეტი; ომი თუ მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, ხალხს ამ არჩევანის გაკეთება არ შეეშლება და როდესაც გააკეთებს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია