სოზარ სუბარი - ორი წელია დასაბუთებულად ვამბობთ, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამდე საქართველოში არ იქნება მშვიდობა, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება

ორი წელია დასაბუთებულად ვამბობთ, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამდე საქართველოში არ იქნება მშვიდობა; მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, აკრძალულიც და მოქმედიც, რომლის მიმართაც სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდეს განაჩენი გამოტანილი, სადაც ეწერება, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„მინდა გავაგრძელო თემა, რომელიც ნინო წილოსანმა დაიწყო - „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება. ხალხი 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვსო, თქვა ნინო წილოსანმა და სწორადაც თქვა, თუმცა ჩვენ უკვე ორი წელია დასაბუთებულად ვამბობთ, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამდე საქართველოში არ იქნება მშვიდობა; მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, როგორც ჩამოყალიბებული სახელმწიფო, იმიტომ, რომ ეს არის დამნაშავე პარტია და დამნაშავე თუ პასუხს არ აგებს, ისევ აქვს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, ისევ ძალადობს ხალხის ცნობიერებაზე, ასეთ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დამყარდება. ნინო წილოსანმა კარგი სტატისტიკა მოიყვანა - ევროპის ქვეყნებში პარტიების აკრძალვის დაახლოებით 150 შემთხვევაა. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან 20 ქვეყანაში პარტიები აკრძალეს, ჯამში კი 150-მდეა ასეთი პარტიაა აკრძალული - 22 უკრაინაში, 13 საფრანგეთში, 19 რუმინეთში... არცერთ ამ პარტიას, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე არცერთი ისეთი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, როგორიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. შეუძლებელია ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, აკრძალულიც და მოქმედიც, რომლის მიმართაც სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდეს განაჩენი გამოტანილი, სადაც ეწერება, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს. ეს არის პარტია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არათუ აეცილებინა საქართველოსთვის ომი 2008 წელს, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეულიყო. როცა ომი დამთავრდა, როცა ტერიტორიები დავკარგეთ და 500 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე წლის შემდეგ, 2011 წლის 15 თებერვალს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემას: „ტერიტორია რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევაში თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ“. ეს არის დანაშაულებრივი პარტიის დამნაშავე პრეზიდენტის განცხადება. ეს კი არ თქვა ცხელ გულზე, ეს თქვა ომის დამთავრდებიან რამდენიმე წლის შემდეგ.

საქართველოს შუაგული, შიდა ქართლი, ეს ყოფილა ქვების გროვა; 150 სოფელი, რომელიც დავკარგეთ, ეს ყოფილა ქვების გროვა, რომელსაც ფასი არ აქვს; კოდორის ხეობა თურმე ყოფილა ქვების გროვა. მათ იქ ხალხიც კი დატოვეს. როცა კოდორის ხეობიდან ჯარი გამოდიოდა, ხალხს ეუბნებოდნენ დარჩით, არავინ შეგეხებათ და არაფერი გემუქრებათო. პირადად მე და რამდენიმე ადამიანი ვრეკავდით და მათ ვეუბნებოდით, რომ არ დაეჯერებინათ და დაეტოვებინათ ტერიტორია. მადლობა ღმერთს, ხალხმა დაგვიჯერა, მაგრამ ასე ატყუებდნენ ხალხს და ამის გამო დაიღუპა100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მას შემდეგ რაც ჯარმა იქაურობა დატოვა. ეს არის დანაშაულები, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ყველა მისი ხელმძღვანელი პირი უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო