„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 5 სექტემბერს 07:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეუწყდებათ.

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 43.4-61.5 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 სექტემბერს 07:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ვახტანგისი, ქესალო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში