ვასო ურუშაძე - დეპუტატები, რომლებმაც „რუსული კანონი“ მიიღეს და რომელსაც თავად უწოდებდნენ გამჭვირვალობის კანონს, თვითონ არ ასრულებენ სახელმწიფოს წინაშე მდგარ ვალდებულებას, მათი დეკლარაციები არ არის გამჭვირვალე

საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც „რუსული კანონი“ მიიღეს და რომელსაც თავად უწოდებდნენ გამჭვირვალობის კანონს, თვითონ არ ასრულებენ სახელმწიფოს წინაშე მდგარ ვალდებულებას, მათი დეკლარაციები არ არის გამჭვირვალე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ifact.ge-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ჯაფარიძე თავის შემოსავლებს მალავს.

ურუშაძის თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები კორუფციულ ჭაობში არიან ჩაფლული.

„არ არის გამჭვირვალე მათი ოჯახის წევრები, რა კერძო ბიზნეს საქმიანობით არიან დაკავებულები. ისინი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების განკარგვაში მონაწილეობენ, პირდაპირი ხელშეკრულებებით იღებენ მილიონობით ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემდეგ უკვე მას ხარჯავენ არარაციონალურად. უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია პირობები, რომელიც მათ სახელმწიფოსთან აღებული აქვთ. დიდი ოდენობის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გამოყენება კორუფციული გზით ხდება. არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რაც თავისთავად აზიანებს სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფოს ინტერესებს. მთავარი ვალდებულება სახელმწიფო ჩინოვნიკის პარლამენტის წევრის, მთავრობის წარმომადგენლის არის, რომ მათი შემოსავალი იყოს გამჭვირვალე. თუ ვინმეს გამჭვირვალობის ვალდებულება გააჩნია, ეს არის თავად ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან და დაკავებულები არიან კორუფციული საქმიანობით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით, სახელმწიფო რესურსების არარაციონალური გამოყენებით და ივანიშვილის კორუფციულ პირამიდას წარმოადგენენ. ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფოს მართვაში, გადაწყვეტილების მიღებაში, არის ჩაფლული კორუფციულ ჭაობში. სწორედ ეს არის ივანიშვილის მთავარი საყრდენი, მთავარი ინსტრუმენტი სახელმწიფო ჩინოვნიკების მართვის და ერთგულების, რადგან ისინი არიან კომპრომეტირებულები, კორუფციაში ჩართულები, რაც ივანიშვილისთვის არის ბერკეტი, რომ მორჩილად მართოს სახელმწიფო ჩინოვნიკები, პარლამენტის წევრები. მათ არ გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო