პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ წყალტუბოს ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ წყალტუბოს ოფისი გახსნა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ძვირფასია ყოველი დღე, როდესაც იგრძნობა, რომ მალე აისახება ხალხის ნება, ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანა ევროკავშირში შევა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

„ძვირფასია ყოველი დღე, როდესაც იგრძნობა, რომ მალე აისახება ხალხის ნება, ხელისუფლება შეიცვლება და ეს ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდება. მნიშვნელოვანი არჩევნები იყო 2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც იმედი გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ცვლილებების არ სჯეროდა. როცა ხალხმა გადაწყვიტა, ეს მოხდა. შემდეგ 2012 წელს, სხვა საკითხია რამდენად ნეგატიურად აისახა ეს ცვლილება ქვეყანაზე, მაგრამ როცა ეს ხალხმა გადაწყვიტა, მათი ნება აისახა. გაცილებით მნიშვნელოვანი თარიღი იქნება 26 ოქტომბერი, როგორც 2003 წელს ბევრი ადამიანი იხსენებს, ასე იქნება 2024 წლის არჩევნებიც. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ორჯერ მეტნი ვართ, ვიდრე ოცნების მხარდამჭერები”, - განაცხადა მელიამ.

პრესსამსახურის ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს იმერეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა