ვასო ურუშაძე - თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში პირადად არის ჩართული - გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც თბილისის მერის გარემოცვასთან არიან დაკავშირებული

თბილისის მერი, კახა კალაძე ტენდერს არ აცხადებს და და ბოლო თარიღს ელოდება, როცა მილიონებს გადაურიცხავს მის ფავორიტ კომპანიას, რეალურად კი გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც თბილისის მერის გარემოცვასთან არიან დაკავშირებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში პირადად არის ჩართული და საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად იყენებს.

„ის ღონისძიებები, რომლებიც წინასწარ ცნობილია, ეს არის ახალი წელი, თბილისობა, დამოუკიდებლობის დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გამოვიყენოთ, წინასწარ გავთვალოთ და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია, სხვადასხვა კომპანიებს მივცეთ საშუალება, წარმოადგინონ განსხვავებული პროექტები და ქალაქმაც მიიღოს უკეთესი ღონისძიებები, უკეთესი ხარისხის სამუშაოები და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლები დაუჯდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია წინასწარ ტენდერების გამოცხადება, თუმცა, ამას არ აკეთებს თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც ამჯობინებს, წინასწარ შერჩეულ კომპანიებთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე და გადაურიცხოს მათ მილიონები. შედეგად ჩვენ ვხედავთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რომლებიც არც თბილისელების, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების ინტერესებს არ პასუხებს და რეალურად, გვაქვს გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და გამდიდრებული კერძო კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან თბილისის მერის გარემოცვასთან. ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, რომელსაც, სამწუხაროდ, წლებია „ქართული ოცნება“ იყენებს და ზოგადად, აღმასრულებელი ხელისუფლება, როცა წინასწარ არ აცხადებს ტენდერს, არ ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და ელოდება ბოლო, კრიტიკულ თარიღს, როცა პირდაპირი მოლაპარაკებით გაუფორმებს ხელშეკრულებას იმ კომპანიას, რომელიც მისი ფავორიტია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია