თამარ კორძაია - ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა, რითაც ქვეყანა არ შენდება - 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება

ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის, ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ კეთილდღეობისკენ ევროპაში , - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს, უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, თუ არა.

"26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში. დღევანდელი ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა. დაპირისპირებითა და შუღლით ქვეყანა არ შენდება, მხოლოდ ინგრევა. ინგრევა როგორც სახელმწიფო, ასევე ადამიანური ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, გვინდა თანამშრომლობა, გვინდა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიტყვის თავისუფლება, მეტი თავისუფალი სივრცე თუ არა. ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ მარჯვნივ - კეთილდღეობით ევროპაში",-განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს