პრემიერი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული რეპუტაცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საარჩევნოდ საქართველოში ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაყალბდა „პივიტი“, მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, როდესაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ა.შ. ასევე გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ადგილობრივმა ე.წ. დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ძალიან სერიოზულად შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში.

ჩვენ, ჯერ კიდევ, თებერვალში, თუ მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია და ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, ისინი დააკვირდებიან არჩევებს, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ღია, პირიქით, რაც მეტი, მით უკეთესი, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. აქცენტი გაკეთდება არსებითად საერთაშორისო, უცხოელ დამკვირვებლებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს