ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირაა დარჩენილი. დღემდე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო 7 კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს უარყოფითი მოლოდინი აქვს, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის ფონზე, ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით დაინტერესებულები ნაკლებად არიან.

„სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

პირველი: დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის. ასეთ ვითარებაში, ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; მეორე - ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

და მესამე: 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე, რისკები, ბუნებრივია, ერთი-ათად არის მომატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა