ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.

როგორც კალაძემ განმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, კერძოდ კი ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ვერის პარკს გააჩნია, როგორც საუბნო ასევე, საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. მე ახლა არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა მდგომარეობაა დღეს არსებულ პარკში. ყველა დაგვეთანხმება, რომ საჭიროებს განახლებას, მოწესრიგებას. ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა და შეცვლა არ იგეგმება. არ მინდა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს სპეკულაციები მოჰყვეს, რაღაც განსაკუთრებული გადაგეგმარება, რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში არ მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ გეგმარებასა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.

არსებული მდგომარეობით, პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება თითოეული, ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.

პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება.

ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისს შეემატება კეთილმოწყობილი, თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის ნებისმიერ ადამიანზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე