„სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადად ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც.

„ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადად ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ. პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც. ყოველივე აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ასევე საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები ფა ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს