პაატა მანჯგალაძე - მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს“.

„მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის - როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს.

მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის გაბრაზებულ მოსახლეობას დავპირდეთ თქვენი დასჯა და განადგურება. ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ! კი კეთილდღეობას ევროპასთან ერთად! არა სიღარიბეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად!”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა