ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ფრთხილად, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაუშავდეს - მშვიდი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს

ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების საყრდენი და სიმბოლო, შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან - ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ფრთხილად, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაუშავდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა და ამის შესანარჩუნებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

"რადიკალები და უსამშობლოები ქილიკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრონირებულ შუშებში არისო. ამ უსამშობლოებს შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვია ესროლეს. ვინც იტყვის, რომ ეს ოცი წლის ბავშვმა დაგეგმა და განახორციელა მხოლოდ, თუ სჯერა, გავატარებთ. ის, ვინც გვეტყვის, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტს გაბრაზებულმა ადამიანმა ესროლა, ვისაც ამის სჯერა, იმასაც გავატარებთ. ხოლო დანარჩენებს, ვისაც არ გვჯერა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან. იცით, რომ ევროკომისრის მხრიდან დამუქრებაც იყო. საქმეა აღძრული, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ ან დაკვეთა შეასრულონ "ნაცმოძრაობის" იმ ზონდერებმა და მკვლელებმა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში და სიტუაციას ვაზღვევთ. აქედან გამომდინარე, ვის რა ჩანაფიქრი აქვს, არც ერთი ასრულდება. ზუსტად ვიცი, 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ისე, რომ არც ერთ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოუვარდება. უფრო მეტსაც გეტყვით, ოპოზიციის ლიდერები ვინც არიან, ისინი იყვნენ ფრთხილად, რადგან აქ რომ სიტუაცია არიონ, არ მოერიდებიან, რომ ოპოზიციის რომელიმე ლიდერს რაიმე დაუშავდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება