ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია

თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს სურს, რომ გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.

„სამწუხაროდ, თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ კი საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან, გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. და არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ყვარელში სწორედ ამაზე ისაუბრებს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა დღეს, 18:00 საათზე, ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში იმ ხუთი პრიორიტეტის შესახებ ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანს, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ევროპულ კეთილდღეობას მოუტანს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება