მამუკა მდინარაძე - ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით უნდა ვუთხრათ, რომ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით

ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე.

„მოდით, ჩვენ, ასეთ თემებზე შეფასებებში ფრთხილები ვიყოთ და ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ საქართველო არის მოწოდებული - არსებობდეს უმყარესი გარანტია, რომ შერიგება არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე, თუ გვიან ვეღარავინ ჩაერევა და ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა