მამუკა მდინარაძე - რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება - თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ დავალებებს!

რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია თითოეულ მათგანს მოვუწოდო, რომ ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ „უარი თქვან დავალებების შესრულებაზე“.

„იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი, არა თუ გამარჯვების, ერთი პარტიის იქით რამდენიმე პარტიას ბარიერის გადალახვაც კი უჭირს და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ.

ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რომ ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენიათ ან წინასაარჩევნოდ ან ამის შემდეგ, რაღაცა სახის პროვოკაციები მოაწყონ, რაღაცა სერიოზული ისეთი საკითხები დღის წესრიგში დადგეს, რომელიც მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს და ამ დღის წესრიგს მიყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, რაღაცა გეგმა „ბ“-დ ამას მოიაზრებენ. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ დავალებების შესრულებაზე ხელი აიღონ და ეს ქვეყანა მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ძლიერ საქართველოსთან“ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მარგველაშვილი უდიდესი შენაძენია „ლელოსთვის“, რომლის რეიტინგი დაახლოებით 0,5-დან 1%-მდეა“.

„სანამ პარტიები შეერთებოდნენ, მანამდე მათი რეიტინგების ჯამი უფრო მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. ახლა რა ჰგონიათ იცით? - ზღვართან ახლოს, საარჩევნო ბარიერთან რომ არიან და გადალახავენ თუ არა ჯერ კაცმა რომ არ იცის, ასეთი პარტია, რომ იმატებს 1%-იანი რეიტინგის ადამიანს, ჰქონიათ, რომ ერთი პროცენტი ავტომატურად ემატებათ, საარჩევნო არითმეტიკა ასეთი არ არის. იქ ხდება გარკვეული მოკლე ჩართვა, ერთგვარი კოლიზია.

მარგველაშვილის რეიტინგი ნულოვანია. მისი და „ლელოს“ რეიტინგი ასე ერთმანეთს არ ემატება. პირიქით, შეიძლება დააკლდეს. მაგალითად: „დროა“ - რუბლებით დაფინანსებული, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ დანაყოფთან შეერთდა, ჯამური რეიტინგი შეერთებამდე მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. მანამდე უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ბარიერის გალახვის, ვიდრე დღეს აქვთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძე ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება „არის ამორალურობა და არაკაცობა“.

„ეს არის ამორალურობა და არაკაცობა, ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო. გულწრფელად ვამბობ, მათგან ყველაფერი ხომ უნდა წარმოიდგინო, მაგრამ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ასეთ რაღაცას ვინმე იკადრებდა. თავისი სახის შენარჩუნებას ხანდახან ცდილობენ, ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ რაღაცას ვინმე იკადრებდა. პრინციპში, პროვოკაციის ნაწილიც კი არის, მარტო ის არა, რომ არაკაცობა, რაღაცა უზრდელობაა, ამორალურობაა შეუძლებელი, წარმოუდგენელი ხარისხის, არამედ ამასთან, პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება სადღაც რაღაც მიაძახოს ან ამის გამო ვიღაცამ ფიზიკურად შეეხოს. ყველას მოვუწოდებ, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ.

წინასწარ ყველას ვეუბნები, რომ ასეთ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ და არ უნდა წამოვეგოთ, მაგრამ სიტყვით ყველა ვარიანტში პასუხი უნდა გავცეთ. მსგავსი ამორალურობა და არაკაცობა ბუნებაში არ არსებობს. ყველა ცოტა დაფიქრდეს, სანამ ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს. ჩვეულებრივი პროვოკატორები არიან და ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა იყვნენ, რაც შეიძლება უზრდელები, რომ იქნებ ვიღაც პროვოკაციაზე წამოეგოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა