გიორგი ვაშაძე კობახიძეს - სიმართლე უთხარით ხალხს, რატომ ხართ პანიკაში, რატომ იგონებთ ტყუილებს? - იმიტომ, რომ მარცხის გეშინიათ

ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს იგონებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის - კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი კი - სიღატაკე იზოლაციაში, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის

მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პრემიერი არჩევნებში “ქართული ოცნების“ 60%-იან მხარდაჭერაზე საუბრობს.

მისი თქმით, მმართველი პარტია პანიკაშია, ყოველდღიურად ახალ ტყუილებს იგონებს და ხალხის რეალურ პრობლემებზე საუბარს გაურბის.

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ამდენ ტყუილებს? რას თხზავთ ყოველდღიურად? აი, სიმართლე უთხარი ხალხს, რატომ ხარ პანიკაში? იმიტომ, რომ ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, არჩევნებში წაგების გეშინიათ. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ 1000 ტყუილს და სიგიჟეს. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის - კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი - სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე ხალხი უარს გეუბნებათ.

გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერა ამ არჩევნებზე 20%-ზე მეტი არ იქნება. თქვენ მარცხდებით ირაკლი, კარგად გაიაზრეთ, მარცხდებით და ნუ გეშინიათ. ბატონ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გეშინიათ მარცხის და ნუ გეშინიათ, ამ პანიკაში ნუ ხართ! თუ მაგრები ხართ, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს.

რატომ საუბრობთ მხოლოდ ტყუილებზე? ყოველ კვირას რაღაც ახალ ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ. აი, ეს არის თქვენი ხელწერა, აი, ეს არის რეალობა. კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, ბატონო ირაკლი კობახიძე რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ყოველდღიურად ახალ ტყუილებს? უთხარით სიმართლე ხალხს. ხაზს ვუსვამ, გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ იცით ამ არჩევნებში 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არ გექნებათ. იმიტომ, რომ ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპისა და კეთილდღეობის მხარეს და არა იზოლაციის, მარტო დარჩენისა და სიღატაკის მხარეს. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვინ ხართ თქვენ.

თქვენ ხართ სიღატაკის პარტია, თქვენ ხართ იზოლაციისა და დაპირისპირების პარტია. ხალხს უნდა გაერთიანება, წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ არის, რომ მარცხდებით.

აი, ასე მგონია, შიშისგან ნაძალადევი განცხადებაა, რომ ამდენ პროცენტს აიღებთ. რას იღებთ? თქვენ რეალურად იღებთ 20%-ს. ჰოდა ნუ გეშინიათ, გადახვალთ ოპოზიციაში და განთავისუფლდება ხალხი თქვენგან. აი ეს იქნება პასუხი ხალხისგან და საზოგადოებისგან რასაც არჩევნებზე მიიღებთ პასუხად.” - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია