ნიკა გვარამია - კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, მივყვეთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს - გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ ახალ ქვეყანაში

რამდენი ხანიც ვუპასუხებთ კობახიძის ბოდვებს, იმდენი ხანი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს“.

მისი თქმით, ოპოზიციამ კობახიძის განცხადებებზე გამოხმაურების ნაცვლად, მოსახლეობას და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს.

„ჩვენ ვართ „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, ჩვენი ნომერია ოთხი და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასაც და „ქართულ ოცნებასაც“ ჩვენი დღის წესრიგი. კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ მივყვეთ მის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს. ეს არც ჩვენ გვჭირდება, არც ჩვენ ქვეყანას და არც ქართველ ხალხს. საერთოდ გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, ჩვენ 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ უკვე ახალ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს