ელენე ხოშტარია - დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს

დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც მოსალოდნელ სავარაუდო თავდასხმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღერა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია ხალხის დაშინებაზეა აგებული.

„დღეს ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს. მას ელაპარაკებოდა პარანოიდალურ სცენარებზე. მათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, შეაშინონ და მთელი ეს კამპანია იყოს შიშში, დათრგუნულობაში, ჭუჭყში და ა.შ.

დღეს ქართულ, მათ შორის, პოლიტიკურ სივრცეს განსაზღვრავს არა ბიძინა ივანიშვილის შიშები, არამედ განსაზღვრავს ქართული საზოგადოება, რომელიც არის შეკრული ცვლილებისთვის და განსაზღვრავენ ის პოლიტიკური მოთამაშეები, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც არანაირ ნეგატივს, დესტრუქციას და არეულობას ამ ქვეყანაში არ დაუშვებს“ , - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს