საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტომ საპილოტე სკოლის დირექტორებთან ორდღიანი შეხვედრა გამართა

როგორც მოგეხსენებათ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში 6 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება, ესენია: Front-end დეველოპმენტი; ბაღის დიზაინი; გრაფიკული დიზაინი; სარესტორნო მომსახურება; სასტუმრო მომსახურება; კომპიუტერული ქსელი და სისტემები.

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მიღებას ემსახურება. შესაბამისად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრული ზოგადი განათლების მიღების პარალელურად შეიძინონ პროფესიული კვალიფიკაცია და შესაბამისად, სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, მათ მიერ არჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი პროფესიული განათლების დიპლომი.

აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად პროფესიული უნარების სააგენტომ, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის გაძლიერების მიზნით, რომლებშიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ინერგება, ორდღიანი შეხვედრა გამართა.

ტრენინგის ფარგლებში ინიციატივაში ჩართული სკოლების დირექტორები გაეცნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროცედურებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს თავიანთ დაწესებულებებში არსებული გამოცდილება გაუზიარეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესის ეფექტიანი მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესის მხარდაჭერის მიზნით აქტივობები დაგეგმილია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლების ადმინისტრაციის გაძლიერება კი დაგეგმილი აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო