ოლაფ შოლცი - გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა - ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არ წყდება

გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას საკვანძო როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში “ცის ფარი”, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს.

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის კიდევ 16 IRIS-T სისტემას შეუკვეთავს. გერმანული სააგენტო DPA-ის ცნობით, საუბარია რვა საშუალო მანძილის სისტემაზე (SLM) და კიდევ ცხრა ახლო მანძილის სისტემაზე (SLS). ამ მომენტისთვის უკრაინაში ოთხი SLM და სამი SLS სისტემა იმყოფება.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, და მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს. მისი თქმით, ოთხი IRIS-T სისტემა - ორი საშუალო მანძილისა და ორი ახლო მანძილის - უკრაინაში წლის ბოლომდე გაიგზავნება, დანარჩენები კი მომავალ წელს.

“ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ წყდება”, - განაცხადა შოლცმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს