საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ძიებითა და შემეცნებით აღსავსე ცხოვრება, საუბედუროდ, ასე ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მას წარმოუდგენლად ნაყოფიერი 10 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც იმედისმომცემმა მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა, დიდბუნებოვანმა და ყველასათვის საყვარელმა კოლეგამ, შესანიშნავმა პედაგოგმა.

ძნელია მასზე წარსულში საუბარი, რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს. სამძიმარს ვუცხადებთ, კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს - მშვიდობით, მირიან!“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის