„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების - ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.

ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია