თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე - პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ

ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ნაცვლად უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლისა, გამუდმებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.

ირაკლი კობახიძემ დააანონსა ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ის, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ებრძოდეს უმუშევრობას და გაჭირვებას, სიღარიბეს, კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს. ბუნებრივია, მთავარი სამიზნე, როგორც ყოველთვის, არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.

დღევანდელი თავდასხმა ჩვენს ლიდერებზე, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეზე, ირაკლი ნადირაძეზე, ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტიის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე და საარჩევნო შტაბის უფროსზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს მთავარ კონკურენტს და მეორე, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ რაიმე სიკეთეზე შეეძლოს პოლიტიკურ გუნდს საუბარი, ისინი კვლავ სთავაზობენ საზოგადოებას დაპირისპირებას, ძალადობას, ქაოსს. უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, სიღარიბეს, დაჭერებით მუქარებით და დაპირისპირებით პასუხობს ივანიშვილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა