ლევან ხაბეიშვილი - არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ

ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ „დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ".

“ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელსაც ფაქტობრივად სახლში, ოჯახში შეუვარდნენ. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის „დუშკაბინით“ და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა კობახიძე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.

გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანან საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და პოლიციელები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია