ლაშა ბაქრაძე - ბოდიშს ვიხდი - არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი

თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მის გამონათქვამს “ნახმარი სახეები“.

„არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი”, - წერს ბაქრაძე.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია