უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დმიტრო კულებას მისი პირველი მოადგილე ადრეი სიბიგა შეცვლის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ადრეი სიბიგა დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ავრცელებს.

პარტია “ხალხის მსახურმა” 4 სექტემბერს სხდომა გამართა, რომელზეც საუბარი მთავრობის “გადატვირთვას” ეხებოდა.

სხდომის შედეგად, არახამიას ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინი ვერეშჩუკი პრეზიდენტის ოფისში გადავა, სადაც სოციალური პოლიტიკის კუთხით იმუშავებს, ხოლო თავად სამინისტრო, როგორც ცალკე ორგანო, გაუქმდება, ხოლო მისი ფუნქციონალი უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გადავა.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მატვეი ბედნი დაიკავებს, ხოლო კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი თანამდებობას - ნიკოლაი ტოჩიცკი.

არახამიამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს