ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი, მარიონეტი, მეტი ფუნქცია და დატვირთვა არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი, მარიონეტი, მეტი ფუნქცია და დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია ნულოვანია.

კითხვაზე, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გარანტირებული სცენარია.

სალომე ზურაბიშვილს დიდი ვადა აღარ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ერთი თვე რჩება არჩევნებიდან და ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არც ერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი. თქვენ იცით, 2018 წელს როგორ იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე - პირველ ტურში ხმების 40 პროცენტიც ვერ აიღო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საზოგადოებისთვის და მეორე ტურში ის არჩეული იქნა სწორედ „ნაცების“ არდაბრუნების ლოზუნგით. ასეთ დროს, როცა შენი ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო ხდება „ნაცები“, აქედან ჩანს, რომ ლეგიტიმაცია არის ნულოვანი, ანუ როცა სრულიად სხვა ლოზუნგით მოხვედი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს ეძებ სწორედ შესაბამის ძალაში, აქედან ჩანს, რომ მას აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. არც პიროვნული ავტორიტეტი, არც პოლიტიკური, არც საარჩევნო ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არაფერი აღარ დარჩა, მეექვსე წელი იწურება, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ფასი აღარ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია