ირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ზღვარი წაშლილია მდიდარ NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, უკვე ყველამ გაიგო, რომ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები

საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით, რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარია "მდიდარ NGO-ებზე", რომლებიც არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.

"ისინი პირდაპირ გამოდიან კამპანიით, გადახედეთ მათ განცხადებებს და „ფეისბუქ“-გვერდებს, ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქვიათ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით. ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ. რაზეა საუბარი, როცა 2022 წელს პირდაპირ სცენაზე ავიდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, საუბარი მაქვს მდიდარ NGO-ებზე. ასეთ ვითარებაში მათ არც ერთ ნაბიჯს უკვე ფასი აღარ აქვს. უკვე ყველამ გაიგო, რაც შეიძლება მანამდე ასე მკაფიოდ გასაგები არ იყო, რომ სინამდვილეში ეს NGO-ები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები“, - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო