თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე

ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა გამოეხმურა პარტიის წევრების ირაკლი ეძგერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას.

"ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაც ვიხილეთ მათ შორის "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების დროს ის ძალადობა, საზოგადოების დაყოფის, დახლეჩის მცდელობა, რაც დააანონსა მათ შორის ირაკლი კობახიძემ დღეს, როდესაც მან ისაუბრა ძალადობაზე ოპოზიციის წინააღმდეგ, მათ შორის ივანიშვილმაც წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც 12 წელიწადია ხელისუფლებაშია, არ არის ბრძოლა უმუშევრობასთან, ფასების კლებასთან, სიღარიბესთან, არამედ ისევ ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობასთან", ოპოზიციასთან, მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და რეალურად ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის. “ნაციონალურ მოძრაობას” ტრადიციულად ჰქონდა ყოველთვის ძალიან მყარი პოზიციები და აქვს გლდანში. ეს დიდწილად არის ირაკლი ეძგვერაძის დამსახურება და ირაკლი ნადირაძის, რომელიც არის თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე და ძალიან აქტიურად არის ჩართული მთელი თბილისის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ამიტომ ეს ანგარიშსწორება, ძალადობა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საერთო საქმეში, რომელიც არამხოლოდ დიდ წარმატებას მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ქაოსით, რომელსაც მუდმივად თესავს ხელისუფლება და რომელსაც სურს ცვლილებები. “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება ცვლილებების ავანგარდში და ჩვენ ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. გარდაუვალია ხელისუფლების დამარცხება და ვფიქრობ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს იმ გარდაუვალ მარცხს, რომელიც ივანიშვილს ელოდება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ არჩევანი გვაქვს ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში