ლევან ხაბეიშვილი - სამი საათის განმავლობაში ადვოკატმა არ იცის, სად არის გადაყვანილი დაკავებული პირი, ეს არის გატაცება

ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში იმით იყვნენ დაკავებულები, ხალხს როგორ დაეხმარონ, ვხედავთ - დაკავება, გატაცება, ძალადობა: ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ სწვდა პოლიციელი ირაკლი ეძგვერაძეს კისერში. სამი საათის განმავლობაში ადვოკატმა არ იცის, სად არის გადაყვანილი დაკავებული პირი და სამი სააათის განმავლობაში რომ ამას არ ამბობენ, ეს არის გატაცება. ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არც ესმის და არც აინტერესებს , - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გლდანში, ენმ-ს თბილისის საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

"ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში იმით იყვნენ დაკავებულები, ხალხს როგორ დაეხმარონ, ამის ნაცვლად ვხედავთ, რას აკეთებენ: დაკავება, გატაცება, ძალადობა: ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ სწვდა პოლიციელი ირაკლი ეძგვერაძეს კისერში. ირაკლი ნადირაძე, რომელიც ასევე დაკავებულია, სამგორის შტაბის უფროსია, ირაკლი ეძგვერაძე -გლდანის შტაბის უფროსი. უკაცრავად, მაგრამ ხელს გვიშლიან მუშაობაში, ხალხს არ უნდა ველაპარაკოთ. გადახედეთ, რას აკეთებს ერთი და რას აკეთებს მეორე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს იმას, რომ ხალხთან საუბრობს პრობლემებზე, ხოლო ქართული ოცნება მიმართავს შანტაჟს, დაკავებასა და ძალადობას, რადგან ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არც ესმის და არც აინტერესებს. სამი საათის განმავლობაში ადვოკატმა არ იცის, სად არის გადაყვანილი დაკავებული პირი და სამი სააათის განმავლობაში რომ ამას არ ამბობენ, ეს არის გატაცება", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი.

ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ეძგვერაძის სახლთან ახლოს დააკავა.

ირაკლი ნადირაძე ამ დროისთვის თავისუფალია, ის ხელწერილით გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს