სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართეს

სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს, სადაც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მედიკამენტების არ არსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.

ამასთან, მოქალაქეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 19 სექტემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მუდმივ პროტესტს დაიწყებენ.

„აქ კიდევ ერთხელ იმიტომ მოვედით, რომ როდესაც საკითხში პრემიერი ერთვება, ჯანდაცვის მინისტრი ლმობიერი ხდება ონკოპაციენტების მიმართ. ამის გამოცდილება გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ის გამოგვეხმაურება და ამდენი პაციენტის პრობლემას რამენაირად მოაგვარებს. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და სრული უფლება აქვთ იმის, რომ საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ სრულფასოვანი მკურნალობა. ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, რომ ევროკავშირში წავსულიყავით, მაგრამ ამასაც ვეღარ შევძლებთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დეპორტირებული ონკოპაციენტი გვყავს. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა, ჩვენთან როგორ მზრუნველობასაც მიიღებს თითოეული პაციენტი, ისე ვერსადო. შესაბამისად, ყველგან ადეპორტებენ ქართველ პაციენტებს, ხოლო ჩვენთან ჩამოსვლის შემდეგ, ელემენტარული წამლები არ აქვთ”,- განაცხადა “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრმა, გვანცა აფხაიძემ.

მძიმე დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი პაციენტის მშობლის, თამარ იარაჯულის განცხადებით, „მედიკამენტების არ გაცემით, სახელმწიფო ეკონომიას აკეთებს“.

„აქ მოვედით იმიტომ, რომ გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ჩემს 13 წლის შვილს, პირველადი დიაგნოზი აქვს აუტისტური სპექტრი, მაგრამ კიდევ სხვა მრავალი მწვავე დიაგნოზი დაუდგინდა. გუშინ ერთადერთი მედიკამენტიც არ იყო, რომლითაც ბავშვს ვმკურნალობ. როგორც კი მისულები დაგვინახეს, სახელმწიფომ შეძლო 10 წუთში მედიკამენტის გაცემა. თურმე შესაძლებელი იყო, მაგრამ არ გვაძლევდა. მეც კი არ ველოდებოდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, რომ ადამიანების სიცოცხლეზე რაღაც პერიოდი ეკონომია გავაკეთოთ. ეს ჩემი აზრია, რომ ეკონომიას აკეთებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, - განაცხადა თამარ იარაჯულმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა