გივი მიქანაძე - „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას აბსურდული და უსაფუძვლო შეფასებები წარუდგინა თავის არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში

„ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს „სრულიად აბსურდულსა და უსაფუძვლოს“ უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ქვეყანაში არსებულ ძლიერ პოლარიზაციაზეა საუბარი, თუმცა, „არაფერია ნათქვამი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ ღიად წარმოებულ ცრუ კამპანიაზე, რომელიც სწორედ საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს“.

„ანგარიშში საუბარია ქვეყანაში ძლიერი პოლარიზაციის პირობებზე. ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არა ევროპას შორის. ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების პოლარიზება. თუმცა, სამართლიანი არჩევნების ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კამპანიაზე არაფერია ნახსენები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ განაცხადა, საზოგადოებისთვის, „სამართლიანი არჩევნების“, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებელი და რეპუტაციაშელახული ორგანიზაციის, მხრიდან მსგავსი მიკერძოებული მიდგომა გასაკვირი არ არის

ამასთან, მისი განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია, დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას და მთელი რესურსით მობილიზებულია მმართველი გუნდის დისკრედიტაციაზე.

„ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხანია გასცდა ნეიტრალურობას, განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულში, როდესაც სხვებთან ერთად გამართულ მიტინგზე შეუერთდა ხელისუფლების გადადგომის, ტექნიკური მთავრობის დანიშვნისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. 4 სექტემბერს წარმოდგენილი ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია საზოგადოებაში მოახდინოს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ორგანიზაციის ასეთ მიდგომას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და გაითვალისწინონ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჩამოყალიბდა მხარედ და არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია