გივი მიქანაძე ISFED-ის ანგარიშზე - ბეშუმობაზე, ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშნვა კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები

„სამართლიანი არჩევნები“ აკრიტიკებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს, ცესკო-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, „სამართლიანი არჩევნები“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პარტია საბოტაჟს უწევდა ცესკო-ს საქმიანობას, რის გამოც რისკის ქვეშ დგებოდა მთლიანად საარჩევნო პროცესის პროცედურული ჩარჩოს შექმნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ცესკო-ს დადგენილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა.

მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ბეშუმობის დღესასწაულის დროს ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშნვა, მეტყველებს, „თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას მსგავსი ანგარიშები“.

„მიღებული ცვლილებით, ცესკო-ს 17-დან 9 წევრი იღებს გადაწყვეტილებას, რითაც საბოტაჟის განმახორციელებელ ცესკოს პარტიულ წევრებს გადაწყვეტილების მიღების ხელოვნური ბარიერის შექმნის საშუალება აღარ ექნებათ.

ანგარიშში აქცენტია გამახვილებული ცესკო-ს დადგენილებაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. სამართლიანი არჩევნების მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ისინი ამაზე მიუთითებენ ახლა, მაშინ როდესაც წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მე-7 დღეს იყო გათვალისწინებული, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის. ცესკო-ს ამ დადგენილებას მხარი მაღალმა ქვორუმმა დაუჭირა. 12 ხმით იქნა მიღებული, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის 4-მა წევრმა მისცა ამ დადგენილებას ხმა, რასაც ცესკო-ს 21 აგვისტოს ოფიციალური განცხადება ეხმიანება.

ყველანაირ სერიოზულობის ზღვარს სცდება, უკვე წლების განმავლობაში გაკეთებული აბსურდული დასკვნა ყოველწლიურად აგვისტოში ბეშუმობის დროს ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშნვა. ეს უბრალოდ კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები.“ - განაცხადა მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია