მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცლებს.

გამოცემის ცნობით, ბერლინში აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვიზიტით ზელენსკის სურს ნათლად გამოკვეთოს არსებული ვითარების სერიოზულობა. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სურს, მოითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება ქვეყნის არმიისთვის, განსაკუთრებით შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატის სახელითაა ცნობილი, 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება. ეს არის ამ ფორმატის პირველი შეხვედრა 13 ივნისის შემდეგ, რომელზედაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს