ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო - ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით აგვისტოში რაკეტების რეკორდული რაოდენობა გაისროლეს

ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ აგვისტოში ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვეს, ვიდრე რომელიმე სხვა თვეში „ჰამასის“ გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.

The Times of Israel-ის ცნობით, შინ ბეთის მონაცემები აჩვენებს, რომ აგვისტოს განმავლობაში „ჩრდილოეთის ფრონტიდან“, რომელიც გულისხმობს ლიბანს და სირიას, ისრაელისკენ 1 307 რაკეტა გაისროლეს, ივლისში - 1 091, ივნისში - 855, მაისში - 1000, აპრილში - 744, მარტში - 746, თებერვალში - 534 და იანვარში - 334.

აღსანიშნავია, რომ რაკეტების უმეტესი ნაწილი ლიბანიდან გაისროლეს.

ამასთან, შინ ბეთის მონაცემებით, აგვისტოში ისრაელის მიმართულებით ღაზიდან მხოლოდ 116 რაკეტა გაისროლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს