ქალაქ მარნეულში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულში 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 000 ბენეფიციარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით შეძლებს სარგებლობას.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მარნეულის გარკვეულ ქუჩებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე დაზიანებული გზების სავალი ნაწილის სრულად აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, დავით კაჭარავასთან, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სულ, ჯამში 10 კილომეტრამდე გზის საფარის აღდგენა მოხდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, ხუდია ბორჩალოელის ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად გასანოვის ქუჩაზე ზედა ფენის მოწყობის, ხოლო ქიქოძისა და ჟორდანიას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღდგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე