მამუკა მდინარაძე - „ნაცური“ პროპაგანდა კლავს

„ნაცური“ პროპაგანდა კლავს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებას.

მდინარაძემ გაიხსენა 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტიც და აღნიშნული შემთხვევები „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას დაუკავშირა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ მმართველობის პერიოდში, ახლა ამას ახერხებენ სიტყვით. ამის არაერთი შემთხვევაა.

შემიძლია გავიხსენო 2013 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, თუ სწორად გვახსოვს ყველას. სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი - უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ის გარდაიცვალა ადგილზე. 2020 წელს, 4 წლის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1-კვირიანი ფაშისტური, „ნაცური“ ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი. შეიძლება ის კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა.

ღირსება ქართველი კაცისთვის მთავარი რამაა. ეს სლოგანში კი არაა მხოლოდ ასახული, ადამიანის გულში და სულშია. როდესაც მათი პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა გულის შეტევით. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანი ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ კი ამ პროპაგანდას საზოგადოებაში განვრცობა მოჰყვება, ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაცვალოს.

2020-ში ტელევიზიებიდან ბულინგის შედეგად რატომ გარდაიცვალა ეს ადამიანი, თედო გობეჯიშვილი? რატომ გარდაიცვალა გუშინ, ერმილე გეგიძე? „ნაცური“ პროპაგანდა კლავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „ქართული ოცნების“ ოფისთან მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია