ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული „რიყეობა“ გაიმართა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი - მამუკა წოწერია მოადგილეებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

მამუკა წოწერიამ, ადგილობრივებს სოფლის დღესასწაული მიულოცა. განსაკუთრებით აღნიშნა, რიყის მკვიდრის, სახელოვანი სპორტსმენის ავთანდილ გახოკიძის ღვაწლი და მას 60 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს რიყეში სოფლის დღესასწაული „რიყეობა“ აღვნიშნეთ, რომელიც ძალიან ლამაზ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მიხარია, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული. მინდა წარმატება ვუსურვო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სტუდენტები გახდნენ და ამასთან, მათი სახით, ყველა სტუდენტს მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ღონისძიება დაემთხვა რიყის მკვიდრის, სახელოვანი სპორტსმენისა და ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელის, ავთანდილ გახოკიძის 60 წლის იუბილეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას მისი ღვაწლისთვის და მრავალი ბედნიერი წელი ვუსურვო. ის არის ძალიან წარმატებული ძალოსნობის სკოლის დამფუძნებელი და ეს სკოლა დარწმუნებული ვარ, ბევრ ტიტულოვან სპორტსმენს აღზრდის”, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

„გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ელენე ფოჩხუასა და მარიამ ალავიძის კონცერტით დაიხურა.

რიყეს ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ასევე, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი შოთა მიშველაძე სტუმრობდნენ.

ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული დეკანოზმა შალვა კეკელიამაც მიულოცა.

სოფლის სახელით სტუმრებს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია