არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებაში არავინ დაიჯერებს ასეთ უხარისხო ტყუილს, რომ თითქოს, ხელისუფლება მომართულია ეძგვერაძის გასანეიტრალებლად - არ არის ეძგვერაძე იმხელა პოლიტიკური ფიგურა, რომ მასზე ამდენი დრო დავხარჯოთ

საზოგადოებაში არავინ არის ისეთი, ვინც ასეთ უხარისხო ტყუილს დაიჯერებს, რომ თითქოს, მთელი ხელისუფლება მომართული არის ეძგვერაძის გასანეიტრალებლად - მერწმუნეთ, არ არის ეძგვერაძე იმხელა პოლიტიკური ფიგურა, რომ მასზე ამდენი დრო დავხარჯოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ტაქტიკაა, რომ მოახდინონ ვიქტიმიზაცია და თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, რათა საზოგადოების განწყობებზე გავლენა მოახდინონ.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ეძგვერაძესთან დაკავშირებული ინციდენტი საარჩევნო სურათს ვერანაირად ცვლის.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის არა ერთი წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს პროვოკაციების ეპიცენტრში, ვინაიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა ამ არჩევნებში არის ვიქტიმიზაცია, ანუ თავი წარმოაჩინონ მსხვერპლად და ამით როგორმე მოახდინონ საზოგადოების ემოციებზე გავლენა. სინამდვილეში, რიგით ეძგვერაძესთან დაკავშირებული ინციდენტი, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ცვლის არჩევნების სურათს და არც საზოგადოებაშია ვინმე ისეთი, ვინც ასეთ უხარისხო ტყუილს დაიჯერებს, რომ თითქოს, მთელი ხელისუფლება მომართული არის ეძგვერაძის გასანეიტრალებლად. მერწმუნეთ, არ არის ეძგვერაძე იმხელა პოლიტიკური ფიგურა, რომ მასზე ამდენი დრო დავხარჯოთ, მაგრამ თვითონ ძალიან ბევრ დროს დახარჯავენ იმაზე, რომ ასეთი პროვოკაციების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. თუ რა მოხდა, ამას ძალიან მალე იტყვის გამოძიება. როგორც ჩანს, ეს იქნება მათი ტაქტიკა, რომ მოახდინონ ვიქტიმიზაცია და თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა