დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე ფსკერს ქვემოთ დაეშვა ამ განცხადების გაკეთების დროს - თუკი ვინმემ ბოდიში მოიხადა ამ კუთხით, მისასალმებელია, მაგრამ ბოდიში არ არის წამალი

სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე ფსკერს ქვემოთ დაეშვა ამ განცხადების გაკეთების დროს - თუკი ვინმემ ბოდიში მოიხადა ამ კუთხით, მისასალმებელია, მაგრამ ბოდიში არ არის წამალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ლაშა ბაქრაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი რაღაც განცხადებას გააკეთებს, ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება.

„სამწუხაროდ, ლაშა ბაქრაძე ფსკერს ქვემოთ დაეშვა ამ განცხადების გაკეთების დროს. ეს არის ის სამწუხარო ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა და მოისმინა. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არავისთვის გასაკვირი არ არის, თუმცა ლაშა ბაქრაძის, მისი ოჯახიდან გამომდინარე, მისი ე.წ. წიგნიერებიდან და ინტელექტუალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მოსასმენი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ, მაშინ, როდესაც გადაწყვეტ, რომ იყო "ნაცმოძრაობის" წიაღში, ალბათ, იმასაც გადაწყვეტ ადამიანი, რომ ყოველგვარი ზღვარი გადალახო, წითელი ხაზები აღარ გქონდეს და მორალურად ისეთ ფსკერზე დაეშვა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუკი ვინმემ ბოდიში მოიხადა ამ კუთხით, მისასალმებელია, მაგრამ ბოდიში არ არის წამალი. როდესაც ადამიანი რაღაც განცხადებას გააკეთებს, ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. განცხადება თავისი შინაარსით იყო ფსკერს ქვემოთ დაშვებული," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძემ თავისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„ბოდიშს ვიხდი - არასწორი სიტყვა გამოვიყენე და, როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი," - აღნიშნა მან.

მანამდე, ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო